თასზე მეოთხედფინალისტები დაწყვილდნენ

0
14

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია. გუნდები ასე დაწყვილდნენ: ”გარეჯი” – ”თბილისი სითი,” ”რუსთავი” – ქუთაისის ”ტორპედო,” თბილისის ”მერანი” – ”საბურთალო” და მარტვილის ”მერანი” – თბილისის ”ლოკომოტივი”.

აღნიშნული რვა გუნდიდან ორი საქართველოს რანგით მეოთხე ლიგაში ასპარეზობს. ეს გუნდებია ”გარეჯი” და ”თბილისი სითი”. მარტვილის ”მერანი” მესამე ლიგაში ასპარეზობს, თბილისის ”მერანი” კი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ასპარეზობს.
მეოთხედფინალში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოთხი გუნდი გავიდა: ”რუსთავი”, ქუთაისის ”ტორპედო,” ”საბურთალო” და ”ლოკომოტივი”.

დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალები 25 სექტემბერს გაიმართება.