ბრაზილია ნახევარფინალის მეტოქეს ელის

0
2

“კოპა ამერიკის” პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა ბრაზილიისა და პარაგვაის ნაკრებებს შორის, ,,სელესაოს” გამარჯვებით დასრულდა. ტიტეს გუნდმა ნახევარფინალის საგზურის მოპოვება უგოლო 120 წუთის შემდეგ, თერთმემეტრიანების სერიაში შეძლო. აღსანიშნავია, რომ მატჩის 54-ე წუთზე ჩილელმა არბიტრმა, რობერტო ტობარმა, პარაგვალეთა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა, თუმცა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ მსაჯმა გადაწყვეტილება ჯარიმით შეცვალა და მოედნიდან ფაბიან ბალბუენა გააძევა.

თერთმემეტრიანების სერიაში ბრაზილიელთა რიგებიდან არაზუსტად მხოლოდ რობერტო ფირმინომ დაარტყა, გადამწყვეტი პენალტი კი გაბრიელ ჟესუსის ანგარიშზეა.

,,სელესაოს” მეტოქე ნახევარფინალში არგენტინისა და ვენესუელას შეხვედრაში გაირკვევა.