გვარდიოლას ისკო სურს

0
2

გავლენიანი ესპანური გამოცემა, Marca იუწყება, რომ „მანჩესტერ სიტის“ თავკაცს, პეპ გვარდიოლას ისკოს გადაბირება სურს. რამდენიმე დღის წინ დავიდ სილვამ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონის დასრულების შემდეგ „ეტიჰედ სტედიუმის“ დატოვებს და 48 წლის სპეციალისტი ისკოს სწორედ სილვას შემცვლელად მოიაზრებს.

გვარდიოლა 27 წლის ნახევარმცველის მიმართ სიმპათიებითაა განწყობილი და თვლის, რომ ისკო მის საფეხბურთო ფილოსოფიას იდეალურად მოერგება.

Marca-ს ინფორმაციით „ქალაქელებს“ ისკოს ტრანსფერის გაჩარხვა ძალიან გაუჭირდებათ. იმავე სტატიაში ესპანური გამოცემა დასძენს, რომ  მადრიდელთა ნახევარმცველის სამომავლო გეგმებში „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვება არ შედის. „რეალის“ თავკაცი, ზინედინ ზიდანი ისკოს პირადად გაესაუბრა და განუცხადა, რომ მომდევნო სეზონში იგი სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებს.

თუ „სიტის“ ხელმძღვანელებმა მოლაპარაკებების გამართვა მაინც გადაწყვიტეს, სოლიდური თანხის გადასახდელად მზად უნდა იყვნენ. ესპანური გამოცემების მიხედვით „სამეფო კლუბს“ ისკოს სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონი ევროს მიღება უნდა.