ტოსტაო: “ფეხბურთის ისტორიაში მესიზე უკეთესი მხოლოდ პელე იყო”

0
23
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონმა ტოსტაომ განაცხადა, რომ მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში თავდამსხმელ ლეო მესიზე უკეთესი მხოლოდ პელე იყო.
“ჩემთვის ყველაფერი სავსებით ნათელია: მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. დიდებული პასი აქვს და ჩინებული ბომბარდირია. ასე ვიტყოდი: კრიშტიანუ რონალდუ შეტევებს უფრო სრულყოფილად ასრულებს, მაგრამ მესი საუკეთესოა.
მესი ტექნიკურ კომპონენტებში დიეგო მარადონას სჯობია და უფრო სტაბილურია. მესიზე უკეთესი მხოლოდ პელე იყო”, – ციტირებს ტოსტაოს Maisfutebol.