ერთა ლიგის ტურნირი არ ჩატარდება

0
7
მსოფლიო რაგბის საიტი იუწყება, რომ ერთა ლიგის პროექტი არ განხორციელდება.
შეგახსენებთ, ამ პროექტის მიხედვით 12-გუნდიანი დახურული ტურნირი უნდა გამართულიყო, რომელშიც მონაწილეობას ინგლისი, უელსი, ირლანდია, შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია, ფიჯი (ან აშშ), იაპონია, არგენტინა, ახალი ზელანდია, ავსტრალია და სამხრეთ აფრიკა მიიღებდნენ და გავარდნა-დაქვეითების სისტემა გათვალისწინებული არ იყო.
გადატვირთული კალენდრის გამო ეს პირველ რიგში წამყვან სარაგბო ქვეყნებს არ აწყობდათ და ამიტომაც პროექტი არ განხორციელდა.
“მსოფლიო რაგბის ამ პროქტით სურვილი ჰქონდა ამ თამაშის კიდევ უფრო განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება ვერ შედგა სხვადასხვა ქვეყნის რაგბის კავშირებთან და ამით იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ ვალდებულნი ვართ გაჩნდეს ბევრად მეტი კონკურენტუნარიანი გუნდი, რათა 2027 წლის მსოფლიოს თასზე მონაწილე გუნდების რიცხვის გაზრდა მოვახერხოთ”, – განაცხადა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარემ ბილ ბომონტმა.
საქართველოს რაგბის კავშირი თავიდანვე დაუპირისპირდა აღნიშნულ პროექტს და “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმაც მის წინააღმდეგ გაილაშქრა.