ორი გაუქმებული გოლი – ბრაზილიამ ვენესუელას ვერ მოუგო

0
11

“კოპა ამერიკის” წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ბრაზილია ვენესუელას დაუპირისპირდა და უგოლო ფრეს დასჯერდა.

აღნიშნული მატჩის განმავლობაში, ბრაზილიელებმა ორი გოლი გაიტანეს, თუმცა ორივე გოლი VAR-ის დახმარებით გაუქმდა. ჯერ მე-60 გაბრიელ ჟესუსს, ხოლო შემდეგ 87-ე წუთზე ფილიპე კოუტინიოს გაუუქმეს გოლები.

ორი ტურის შემდეგ, ბრაზილიას ოთხი ქულა აქვს და პერუსთან ერთად A ჯგუფს ლიდერობს, ხოლო ვენესუელა ორი ქულით მესამე პოზიციას იკავებს.