მიშელ პლატინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

0
16

UEFA-ს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა სააგენტო AFP- ს განუცხადა.

ის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სტატუსით რამდენიმე საათის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მიშელ პლატინი პოლიციამ 18 ივნისს, პარიზის გარეუბანში დააკავა.

იგი ეჭვმიტანილია 2022 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის გამოვლენაში ქრთმანის აღებაში. მაშინ ტურნირის ჩატარებაზე განაცხადი აშშ-ს, სამხრეთ კორეას, ავსტრალიას და იაპონიას ჰქონდა გაკეთებული.

პლატინი საფეხბურთო საქმიანობას 2015 წლის დეკემბერში ჩამოაშორეს 8 წლით. მოგვიანებით კი, ფიფას-ეთიკის კომიტეტმა დისკვალიფიკაციის ვადა 6 წლამდე შეამცირეა.

2022 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით სკანდალი 2017 წელსაც აგორდა, როდესაც მედია წერდა, რომ ყატარს ჩემპიონატის მიმღები ქვეყნის უფლება, შესაძლოა, ჩამოერთვას.

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი ყატარში 2022 წლის 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე უნდა ჩატარდეს. მატჩებს შვიდი ქალაქის, დოჰას, ლუსაილას, ალ-ვაკრის, ალ-ჰოლას, ალ-რაიანის, უმ-სალალის და მადინატ-აშ-შამალის სტადიონები უმასპინძლებენ.