მიშელ პლატინი დააკავეს

0
10

უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტი, მიშელ პლატინი, პოლიციამ პარიზში დააკავა და ამავე ქალაქის გარეუბან ნანტერის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა.

63 წლის ფუნქციონერი ყატარის მსოფლიო ჩემპიონატის გარშემო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში აიყვანეს. გამოძიება მიიჩნევს, რომ აზიელებმა ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება კანონდარღვევით მიიღეს, რაშიც პლატინის წვლილიც იყო.

მიშელ პლატინიმ უეფას პრეზიდენტის პოსტი 2007 წელს დაიკავა და თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბრამდე დარჩა, როცა იგი სწორედ კორუფციის ბრალდებით ფეხბურთიდან 6 წლით მოკვეთეს. აღნიშნული გადაწყვეტილება სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში გასაჩივრდა და პლატინის ფეხბურთში დაბრუნება მიმდინარე წლის ბოლოს უნდა შეძლებოდა.

მიშელ პლატინი 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი იყო, 2002 წლიდან დისკვალიფიკაციის მიღებამდე კი ფიფას აღმასრულებელ კომიტეტშიც ირიცხებოდა.