ბურჯანაძე ესპანეთის უმაღლეს ლიგაში რჩება: კონტრაქტი “გრან კანარიასთან”

0
26

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, ბექა ბურჯანაძე ესპანურ “გრან კანარიაში” გადავიდა. ქართველმა ფორვარდმა კანარის კუნძულების გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბურჯანაძემ გასული სეზონი ესპანეთის უმაღლესლიგელ “დელტეკოში” გაატარა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლთათ, თუმცა სან სებასტიანურმა კლუბმა 18-გუნდიან პრიმერა დივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნა და EBA ლიგაში დაქვეითდა.

თუმცა ბურჯანაძეს გრანკანარიელებმა დაადგეს თვალი და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ბურჯანაძე გასულ სეზონში დელტეკოშ საშუალოდ 11.2 ქულასა და 5.7 მოხსნას აგროვებდა, მომავალი სეზონიდან კი კანარის კუნძულების გუნდში, კვლავ უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.