დიეგო მარადონა: „არგენტინის დამარცხება ტონგასაც შეუძლია“

0
26

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო არმანდო მარადონამ, “კოპა ამერიკის” სტარტზე კოლუმბიასთან 0:2 მარცხის შემდეგ, თავისი ქვეყნის ნაკრები გააკრიტიკა.
“ჩვენი დამარცხება ტონგას ნაკრებსაც კი შუეძლია. არსებობს გუნდის პრესტიჟი, რომელიც ჩვენ შევქმენით. არგენტინის ნაკრების მაისურა? ამ მაისურის ისე უნდა გრძნობდე, როგორც დედას“ – ციტირებს მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს tycsports.com.
ცნობისთვის, ტონგას სამეფოში 103252 ადამიანი ცხოვრობს და ამ ქვეყნის ნაკრები ფიფას რეიტინგში 206-ე ადგილზეა.