შერმადინს რამდენიმე ესპანური კლუბი ეპატიჟება

0
11

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეფარე გიორგი შერმადინი, რომელსაც მალაგის „უნიკახასთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება, სამხრეთესპანელებს დატოვებს. ქართველი ცენტრის საკუთარ რიგებში ხილვა რამდენი კლუბს სურს, იუწყება malagahoy.es.
გასულ სეზონში შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესაში საშუალოდ 10,5 ქულა და 4,6 მოხსნას აგროვებდა. malagahoy.es-ის ინფორმაციით, პირველი, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრის დამატების სურვილი გამოთქვა, „იბეროსტარ ტენერიფეა“.
თუმცა, შერმადინით გაძლიერება ასევე „მორაბანკ ანდორას“, „გრან-კანარიას“, „ხუვენტუტსა“ და „ესტუდიანტესს“ სურთ.
შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატში „სარაგოსაში“ (2013), „მორაბაკ ანდორაში“ (2015-2017) და „უნიკახაში“ (2017-2019) უთამაშია.