კვირკველიამ ჩაკვეტაძეს გადაასწრო და მისთვის სარეკორდო მაჩვენებელს უწია

0
26
Transfermarkt-მა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების განახლებული სატრანსფერო ფასები გამოაქვეყნა და რიგი ცვლილებები გაცხადდა.
კერძოდ, მოსკოვის “ლოკომოტივის” მცველის, საბა კვირკველიას ფასი 2 მილიონი ევროთი გაიზარდა და ათი მილიონი გახდა, რაც ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო ფასების რეკორდია.
ცხრა მილიონით მეორე ადგილზე “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძეა.
ქართული ტოპ-თერთმეტეული ასე გამოიყურება:
საბა კვირკველია (ლოკომოტივი) – 10 მლნ.
გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) – 9 მლნ.
დავით ხოჭოლავა (შახტარი) – 3 მლნ.
გიორგი ქვილითაია (გენტი) – 2.5 მლნ.
გია გრიგალავა (ტულის არსენალი) – 1.75 მლნ.
ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე) – 1.5 მლნ.
ჯიმი ტაბიძე (უფა) – 1.5 მლნ.
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) – 1.5 მლნ.
ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) – 1.5 მლნ.
ვაკო გვილია (ლეგია) – 1.25 მლნ.
ლევან ხარაბაძე (ციურიხი) – 1.25 მლნ.
გასული სეზონის მეორე ნახევარში მოსკოვის “ლოკომოტივში” მოასპარეზე 18 წლის ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ფასი 400 ათასიდან 900 ათასამდე გაიზარდა.
ჯაბა კანკავას (ტობოლი), ჯანო ანანიძის (სპარტაკი) და გურამ კაშიას (სან ხოსე) ფასი 1 მილიონია.