“ბარსელონაში” გრიზმანის ხელფასი ექვსი მილიონით შემცირდება

0
4

მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევმა, ანტუან გრიზმანმა კლუბი დატოვა და შემოთავაზებებს განიხილავს. არაერთი სპორტული გამოცემის ცნობით, 28 წლის ფრანგი “ბარსელონას” მაისურს მოირგებს.

Goal-ის ცნობით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობასა და გრიზმანს შორის რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ტრანსფერი ოფიციალურად 1-ელ ივლისს დაიხურება.

როგორც ირკვევა, “ბარსელონაში” გადასვლის სანაცვლოდ, გრიზმანი ხელფასის შემცირებას დათანხმდა. იგი “ატლეტიკოში” წელიწადში 23 მილიონ ევროს გამოიმუშავებდა, ხოლო კატალონურ კლუბში 17 მილიონს მიიღებს.