პოგბა ტურინში დაბრუნებას დათანხმდა

0
3

,,მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, პოლ პოგბა მზადაა, ტურინის ,,იუვენტუსში” დაბრუნდეს, ინფორმაციას Corriere dello Sport ავრცელებს.

ტურინული გუნდისთვის მთავარი პრობლემა ფინანსური ფეარ-პლეია – იმისათვის, რომ ,,ბებერმა ქალბატონმა” პოგბა გაიფორმოს, რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვაა აუცილებელი. ალტერნატიული ვარიანტი ტრანსფერში ,,იუვენტუსის” მოთამაშეების ჩართვაა – ,,იუნაიტედში”, შესაძლოა, ალექს სანდრო, დუგლას კოშტა ან პაულო დიბალა გადავიდნენ.

გასულ სეზონში პოგბამ ,,იუნაიტედის” მაისურით ჩატარებულ 47 შეხვედრაში 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა. ნახევარმცველს ,,წითელ ეშმაკებთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. რამდენიმე დღის წინ, ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ აზარის ყიდვის შემდეგ მადრიდის ,,რეალის” მთავარი სამიზნე სწორედ ფრანგი ფეხბურთელია.