პიკფორდი ინგლისის ნაკრების ისტორიაში შევიდა

0
5

ჯორდან პიკფორდი ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში შევიდა. „ევერტონის“ მეკარე პირველია, რომელიც ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მატჩის შემდეგ პენალტების სერიაში მონაწილეობდა და გოლი გაიტანა.
ერთა ლიგის ოთხთა ფინალის მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისსა და შვეიცარიას შორის, ძირითადმა და დამატებითმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო პენალტების სერიაში ბრიტანელებმა 6:5 გაიმარჯვეს. 25 წლის პიკფორდმა შვეიცარიელ იოსიპ დრმიჩს პენალტი აუღო, ხოლო შემდეგ მეტოქის კარი თავად აიღო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ცხრა შეხვედრიდან ინგლისელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში მესამედ მოიგეს.
სტადიონზე მყოფი ინგლისელი გულშემატკივრები პიკფორდის გოლის შემდეგ სკანდირებდნენ:
„როდესაც მოუნდება, მას გააქვს!“.