“იუვენტუსმა” ოთხი ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

0
3

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა აქტიურობას გეგმავს და ოთხი ფეხბურთელი ტრანსფერზე ოფიციალურად უკვე დააყენა.
ტურინულ კლუბს, უახლოეს პერიოდში მატია პერინი, მარიო მანჯუკიჩი, ჟოაო კანსელო და ხუან კუადრადო დატოვებენ. მათი საერთო სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონი ევროა.
გარდა ამისა, შესაძლოა, “ბებერი ქალბატონი” პაულო დიბალას შეელიოს. თუმცა, მსურველ კლუბს 25 წლის არგენტინელ შემტევში მინიმუმ 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.