“ტორპედოში” მდგომარეობა მოგვარდება – ჩინურმა კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა

0
4

ქუთაისის “ტორპედოში” წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების შემდეგ, როგორც ჩანს, ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება. ჩინურმა კომპანია “ჰოალინგმა”, რომელსაც ქუთაისის ტერიტორიაზე თავისი ბიზნესი აქვს, შეხვედრა გამართა ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიასთან “ტორპედოს” დაფინანსებასთან დაკავშირებით.
“ჰოალინგს” “ტორპედოსთან” მიმართებაში მრავაწლიანი გეგმა აქვს, რომლის შედეგად გუნდმა თავისი სიტყვა ევროპაშიც უნდა თქვას.
როგორც ვარაუდობენ, ყველაფერი მალე გადაწყდება და “ტორპედოშიც” სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება.