ბუფონს “ბარსელონა” ეპატიჟება

0
3
პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით აბარგებული 41 წლის მეკარე ჯიჯი ბუფონი თამაშზე თავის დანებებას არ აპირებს და მსურველებიც გამოუჩნდნენ.
ვეტერან გოლკიპერს იტალიის სამი გუნდი და “ბარსელონა” ეპატიჟება. ამის შესახებ ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება.
დი მარციოს ცნობით, ბუფონი “ბარსას” მარკ-ანდრე ტერ შტეგენის შემცვლელად სჭირდება.
ალბათ, საინტერესო იქნება, თუ კარიერის დასასრულს ის “ბარსელონაში” იასპარეზებს, მაგრამ საკითხვია – აწყობს კი დუბლიორობა?