რონალდუმ პორტუგალია ფინალში გაიყვანა

0
2
ერთა ლიგის ნახევარფინალში პორტუგალიის ნაკრებმა შვეიცარიას მოუგო 3:1 და ფინალში გავიდა. პორტუგალიის ნაკრებში “ბენფიკას” ახალგაზრდა თავდამსხმელის ჟოაო ფელიშის დებიუტი შედგა, რომელიც მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა პირდაპირ სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და მასზე 14 წლით უფროს კრიშტიანუ რონალდუს შეუწყვილა.
ნაკრებში დაბრუნებულმა რონალდუმ საჯარიმოდან ანგარიში გახსნა. კრიშტიანოს საჯარიმოდან გოლი ბოლოს 2018 წლის 15 ივნისს ესპანეთის ნაკრებთან ჰქონდა გატანილი. ამის შემდეგ სეფეროვიჩმა ბურთი რუი პატრისიუს კარის ხარიხას გაარტყა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მასპინძელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელიც როდრიგესმა გამოიყენა. ბოლოს კი რონალდუმ კიდევ ორჯერ დალაშქრა ზომერის კარი და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა. მან ეროვნულ გუნდში 157 მატჩში 91 გოლი გაიტანა, კარიერაში 53 ჰეთ თრიკი და მათ შორის 7 ნაკრებში შეასრულა.
პორტუგალიის ნაკრები ფინალში ჰოლანდიასა და ინგლისს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

პორტუ. “დრაგაო”. 42 215 მაყურებელი
პორტუგალია – შვეიცარია 3:1
გოლები: 1:0 რონალდუ (25), 1:1 როდრიგესი (57, პენ), 2:1 რონალდუ (88), 3:0 რონალდუ (90).
პორტუგალია: რუი პატრისიუ, პეპე (ფონტე 63), გერეირუ, სემედუ, დიაში, ნევესი, კარვალიო, ბერნარდუ სილვა, ბრუნო ფერნანდეში (მოუტინიო 90+1), ფელიში (გედეში 71), რონალდუ.
შვეიცარია: ზომერი, შერი, როდრიგესი, მბაბუ, აკანჯი, ჯაკა, ფროილერი (დრმიჩი 89), ცუბერი (შტეფენი 83), ზაკარია (ედმილსონ ფერნანდეში 72), შაქირი, სეფეროვიჩი.