ვაისმა შემადგენლობა სრულად შეკრიბა

0
11

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისსა და კოპენჰაგენში დაგეგმილი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის  25 ფეხბურთელით ემზადება. შემადგენლობაში მყოფი ოთხი ფეხბურთელი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. მათ შორის სოლომონ კვერკველია, გიორგი ნავალოვსკი, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან მჭედლიძე.

4 ივნისს, ს.კ.ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე, საწვრთნელ პროცესში 21 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი აბურჯანია თბილისში გუშინ საღამოს ჩამოვიდა და გუნდთან ერთად 5 ივნისიდან ივარჯიშებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);
მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი);
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი);
თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)