ხამესი “ბაიერნიდან” წავიდა

0
7

ხამეს როდრიგესი მიუნხენის „ბაიერნიდან“ წავიდა, რის შესახებ, კლუბის პრესსამსახური იუწყება.
გერმანელებმა როდრიგესი 2017 წელს ორწლიანი იჯარით მადრიდის „რეალიდან“ აიყვანეს და მისი გამოსყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღეს.
თუმცა, თავად 27 წლის შემტევმა ნახევარმცველმა მიუნხენელთა ხელმძღვანელებს თხოვა, რომ ესპანური კლუბიდან არ შეეძინათ.
ხამესმა განვლილ ორ სეზონში „ბაიერნში“ საერთო ჯამში 67 მატჩში ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა, პლუს 20 საგოლე პასი გააკეთა.
ახლა ის „რეალში“ უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ესპანურ გრანდში სამხრეთ ამერიკელზე აქცენტს არ აკეთებენ.