პეპ გვარდიოლა: “ვრჩები”!

0
27

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ “იუვენტუსში” დანიშვნის შესახებ გავრცელებული ჭორი უარყო და თქვა, რომ ინგლისურ კლუბში დარჩენას აპირებს. ესპანელმა სპეციალისტმა მომავალი სეზონის მიზნებსა და მოლოდინზეც ისაუბრა.

“სიტიში ვრჩები და წინ რთული სეზონი გველის. პრემიერლიგაში ხუთი ძალიან ძლიერი გუნდია. ცხადია, ტიტულის დასაცავად ბრძოლაში ჩვენი მთავარი კონკურენტი “ლივერპულია”, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კი იურგენ კლოპის გუნდი გაცილებით მოტივირებული იქნება. თუმცა, სხვა გუნდები არანაკლებ ანგარიშგასაწევნი არიან“, – თქვა ესპანელმა.

დასრულებულ სეზონში “მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგის ტიტულის დაცვასთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით ყველა ტურნირი მოიგო და ინგლისური ტრიპლეტი შეასრულა.