“რეალი” “მანჩესტერს” პოგბას სანაცვლოდ სამ ფეხბურთელს სთავაზობს

0
11

მადრიდის “რეალი” ზაფხულში პოგბას დამატებას ნებისმიერ ფასად შეეცდება. The Times-ის ინფორმაციით მადრიდული გრანდი მზადაა, “მანჩესტერ იუნაიტედს” პოლ პოგბას სანაცვლოდ გარეთ ბეილი, ხამეს როდრიგესი და ისკო შესთავაზოს.

მადრიდული გრანდის მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი, ფრანგი ფეხბურთელისადმი სიმპათიას არასდროს არ მალავდა. თავის მხრივ, პოგბას მომავალი მანჩესტერულ გუნდში კვლავაც გაურკვეველია.

26 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში “მანჩესტერის” მაისურით 47 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი გააკეთა.