პსჟ მზადაა რონალდუში 140 მილიონი გადაიხადოს

0
13
Diario Gol-ის ცნობით, პსჟ “იუვენტუსის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს სამსახურით დაინტერესდა.
გამოცემის მტკიცებით, ფრანგული კლუბი მზადაა ტრანსფერში 140 მილიონი ევრო გადაიხადოს, კრიშტიანუს კი წლიურ გასამრჯელოდ 50 მილიონს შესთავაზებს. ასეთ შემთხვევაში ის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
“პარი სენ ჟერმენში” მიაჩნიათ, რომ რონალდუს ნეიმარზე და მბაპეზე უფრო მეტად აქვს ლიდერული თვისებები და მათ გუნდში გადასვლას “ოქროს ბურთის” მეექვსედ მოსაგებად დათანხმდება.
რონალდუ “იუვენტუსმა” “რეალისგან” 117 მილიონად შეიძინა და იტალიის ჩემპიონატის 31 მატჩში 21 გოლი გაიტანა.