ლორიამ კონტრაქტი “ანორთოსისთან” გააფორმა

0
5

გიორგი ლორიამ კვიპროსის „ანორთოსისთან“ კონტრაქტი გააფორმა.
shootandgoal.cyprustimes.com-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ხელშეკრულება 1+1 სისტემით დადო. მომავალი სეზონის გასვლის შემდეგ, თუკი მხარეების თანხმობა იქნება, კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება.
ლორიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „მაგდებურგში“ გაატარა, რომლის რიგებშიც ცხრა მატჩი ითამაშა.
„მაგდებურგი“ ქვედა ლიგაში გავარდა, ხოლო ქართველმა რომელსაც კლუბთან ხელშეკრულება სეზონის ბოლომდე აკავშირებდა, „ანორთოსისს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.