რონალდოს რჩეული ხუთეული – კრიშტიანუ სადაა?

0
13

კრიშტიანუ რონალდუ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ ლეგენდარულ ბრაზილიელ ფორვარდს, რონალდოს ურჩევნია სხვა ფეხბურთელების თამაშს ადევნოს თვალი.
„კიჭამ“ სანახაობრივი და ლამაზი ფეხბურთის შესახებ ბევრი რამ იცის და როგორც ჩანს მისთვის პორტუგალიელის სათამაშო სტილი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.
ესპანურმა გამოცემა AS-მა რონალდოს ჰკითხა მოქმედი ფეხბურთელებიდან ყველაზე მეტად ვისი თამაშის ყურება სიამოვნებდა. „კიჭამ“ ხუთი მოთამაშე დაასახელა, რომელთა შორის რონალდუ ვერ მოხვდა:
„დღესდღეობით მესი რა თქმა უნდა ნომერ პირველია. მას საოცარი ტალანტი აქვს, რომლის მსგავსსაც ალბათ 20-30 წლის განმავლობაში ვეღარ ვნახავთ.
მოჰამედ სალაჰის, ედენ აზარის და ნეიმარის თამაშის ყურებაც ძალიან მომწონს და რა თქმა უნდა კილიან მბაპე.
კილიანი ძალიან სწრაფია, დამაგვირგვინებელ ფაზაში შესანიშნავად გამოიყურება, კარგად იხსნება და ორივე ფეხს ჩინებულად იყენებს. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს, მაგრამ ფეხბურთელთა შედარებები დიდად არასდროს მხიბლავდა. განსაკუთრებით, როცა სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე მოთამაშეებზე გვაქვს საუბარი“.