“რაულ მადრიდი” “რეალ კასტილიას” ჩაიბარებს

0
28

,,რეალის” სარეზერვო გუნდის ,,კასტილიას” მთავარ მწვრთნელად, კლუბის ყოფილი თავდამსხმელი, რაული დაინიშნება. 41 წლის ესპანელი ,,კასტილიაში” მუშაობას ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყებს, მიუხედავად იმისა, გუნდი სეგუნდაში დაბრუნებას შეძლებს თუ არა.

,,კასტილია” მიმდინარე სეზონში სეგუნდა ბ-ში, რანგით მესამე დივიზიონში ასპარეზობს. გუნდმა მეოთხე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ამ მომენტისთვის რაული ,,რეალის” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია.