გიორგი ჩაკვეტაძე ძვირადღირებული ფეხბურთელების ათეულში

0
2

საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ბელგიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ათ ფეხბურთელს შორის მოხვდა. გამოცემა Voetbalnieuws-მა Transfermarkt-ის მონაცემებით ათი ფეხბურთელის ფასი გამოაქვეყნა. გიორგი კი ამ ვებგვერდის მონაცემებით ცხრა მილიონ ევროდ ფასობს, რაც მეათე ადგილზე მოხვედრისთვის აღმოჩნდა საკმარისი.

„ცხრა მილიონ ევროდ ოთხი ფეხბურთელია შეფასებული და მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძე ერთ-ერთია. „გენტის“ ნახევარმცველი, რომელსაც უზარმაზარი ნიჭი აქვს და ეს „გელამკო არენაზე“ არაერთხელ აჩვენა. თუმცა, დაზიანებების გამო ბოლომდე პოტენციალი ჯერ ვერ გამოავლინა. მიუხედავად ამისა, ჩაკვეტაძემ ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩში 5 გოლი გაიტანა, ხოლო „გენტში“ გატარებულ ორ სეზონში 50 თამაშში 7 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ამჟამად ტრავმირებულია და ამიტომ, საქართველოს ნაკრებს უახლოეს ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.