მესი ლა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია

0
40

კატალონიის ,,ბარსელონას” თავდამსხმელი, ლეო მესი Marca-ს ვერსიით ლა ლიგის 2018-2019 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

არგენტინელმა გასულ სეზონში ჩემპიონატში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და ლა ლიგის ბომბარდირი კარიერაში მეექვსედ გახდა. გარდა ამისა, მესიმ ,,ოქროს ბუცის” მოგებაც შეძლო.

Marca-მ ჩემპიონატის იმედგაცრუებად მადრიდის ,,რეალი” და ლემარი (,,ატლეტიკო) დაასახელა. ,,სამეფო გუნდი” სეზონის ბოლოს ,,ბარსელონას” 19 ქულით ჩამორჩა. ,,ატლეტიკოს” ახალწვეულმა, ლემარმა კი, რომელშიც გუნდმა 70 მილიონი ევრო გადაიხადა, 31 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ესპანურმა გაზეთმა, ასევე, სეზონის სიმბოლური გუნდიც დაასახელა, რომელიც ასე გამოიყურება: