ჩემპიონთა ლიგაზე “საბურთალოს” ყველა შესაძლო მეტოქე გაირკვა

0
8
ჩემპიონთა ლიგის საკვლიფიკაციო ტურნირზე საქართველოს პირველად წარმოადგენს “საბურთალო”, რომელიც განუთესავია და განთესილი 16 გუნდიდან ერთ-ერთს შეხვდება.
პირველ შესარჩევ ეტაპზე პირველი შეხვედრები 9-10 ივლისს, საპასუხოები კი 16-17 ივლისს გაიმართება.
“სელტიკი” (შოტლანდია), “ასტანა” (ყაზახეთი), “ბატე (ბელარუსი”, “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი), “ყარაბაღი” (აზერბაიჯანი), “მარიბორი” (სლოვენია), “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი), “შერიფი” (მოლდოვა), “როსენბორგი” (ნორვეგია), ჰიკ (ფინეთი), “დანდალკი” (ირლანდია), “დუდელანჟი” (ლუქსემბურგი), “შკედნია” (მაკედონია), “ნიუ სენტსი” (უელსი), “სლოვანი (სლოვაკეთი), აიკ (შვედეთი).
თუ “საბურთალომ” პირველი ბარიერი დასძლია, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავა, თუ არადა ევროპა ლიგის გათამაშებაზე მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან

ჩაერთვება.