კვერკველია გიბრალტარსა და დანიასთან ითამაშებს

0
11

სოლომონ კვერკველიას ტრავმა სერიოზულია არ აღმოჩნდა და ის ევრო-2020-ის შესარჩევი ციკლის უახლოეს მატჩებში საქართველოს ნაკრებს დაეხმარება.
რუსეთის პრემიერ ლიგის დასკვნით შეხვედრაში „ლოკომოტივმა“ „უფა“ მიიღო და 1:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის მცველი ტრავმის გამო მე-17 წუთზე შეცვალეს.
Championat.com-ის ინფორმაციით, კვერკველიას სერიოზული დაზიანება არ მიუღია და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ივნისში გასამართ შეხვედრებში ითამაშებს.
სლოვაკი ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილები 7 ივნისს თბილისში გიბრალტარს დაუპირისპირდებიან, ხოლო 10 ივნისს სტუმრად დანიასთან ითამაშებენ.