კვერკველიამ შესაძლოა სანაკრებო მატჩები გამოტოვოს

0
17

რუსეთის პრემიერლიგის 2018-19 წლების სეზონის დასკვნით ტურში მოსკოვის ”ლოკომოტივისა” და ”უფას” შეხვედრის მე-17 წუთზე მასპინძელთა ქართველმა მცველმა სოლომონ კვერკველიამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა. ამ ეტაპზე კვერკველიას ტრავმის სიმძიმე უცნობია, მან შესაძლოა ივნისში გასამართი სანაკრებო მატჩები გამოტოვოს.

”ლოკომოტივმა” სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა. რაც შეეხება ”უფას,” ჯიმი ტაბიძის გუნდი მე-14 ადგილზე გავიდა და ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი ოფში ითამაშებს.

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო ივნისში გიბრალტარს და დანიას დაუპირისპირდება.