მარადონა ბუენოს აირესის აეროპორტში დააკავეს

0
6

დიეგო არმანდო მარადონა მორიგ შარში გაეხვა. ლეგენდარული არგენტინელი არგენტინის პოლიციამ ბუენოს აირესის აეროპორტში დააკავა.
მექსიკიდან შინ მიმავალი დიეგოს დაკავების მიზეზი მისი ყოფილი მეგობარი ქალბატონის რისიო ოლივას საჩივარი გახლავთ.
ოლივა კუთვნილი 5.6 მილიონ ევროს ითხოვს, რომელიც მარადონას სასამართლომ დააკისრა. ფეხბურთის “ღმერთი” სამართალდამცავებმა უკვე გაანთავისუფლეს, თუმცა მას სასამართლოში დაბურნება მოუწევს.
დიეგომ რისიო ოლივა 2012 წელს გაიცნო და მათ ექვსი წელი ერთად გაატარეს. გასული წლის დეკემბერში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
ოლივა მიიჩნევს, რომ მან “კომპენსაციის” სახით 5.6 მილიონი უნდა მიიღოს. დასკვნითი სასამართლო პროცესი 13 ივნისსაა დანიშნული.