იკერ კასილასის მეუღლეს სიმსივნე დაუდგინეს

0
3

როგორც მოგეხსენებათ, იკერ კასილასმა რამდენიმე კვირის წინ გულის შეტევა გადაიტანა და საფეხბურთო კარიერის დასრულება მოუწია. როგორც ჩანს, იკერის ოჯახში ეს ყველაზე დიდი გასაჭირი არაა და ლეგენდარულ გოლკიპერს გაცილებით დიდ პრობლემასთან გამკლავება მოუწევს. კასილასის მეუღლე სარა კარბონერომ განაცხადა, რომ მას სიმსივნე აქვს.

“წინა პრობლემიდან ჯერ კიდევ ვერ გამოსულვართ და ცხოვრებამ ისევ გაგვაკვირვა. ამჯერად ეს მე მეხება. მიმძიმს ამის დაწერა, რამდენიმე დღის წინ დაადგინეს, რომ საკვერცის სიმსივნე მაქვს და ოპერაცია უკვე გამიკეთდა. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და საბედნიერო დაავადება ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინეთ. მკურნალობა კიდევ რამდენიმე თვით მომიწევს. თავს მშვიდად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ვიცი, რომ რთული გზის გავლა მომიწევს და ამაში ოჯახი, მეგობრები და შესანიშნავი სამედიცინო პერსონალი დამეხმარება”, – დაწერა სარა კარბონერომ ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ სარა კარბონერო ცნობილი ესპანელი ტელეწამყვანია. მას და იკერს ორი შვილი ჰყავთ.