საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე ოთხ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

0
5

საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის საქმეზე დაკავებული 11 ფეხბურთელიდან, სასამართლომ ოთხ მათგანს პატიმრობა, დანარჩენს კი გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდა ნიკა დაუშვილს, ვახტანგ ჯაყელს, ლაშა ჩაფიძესა და ირაკლი ხუჭუას.
გირაოს სანაცვლოდ საპატიმრო დაწესებულება დატოვა „ვიტ ჯორჯიას“ ფეხურთელებმა: ჯონი შეროზიამ, ნიკა მაისურაძემ, პაატა ღუდუშაურმა, გიორგი გეთიაშვილმა და ნოდარ კიკნაველიძემ, ასევე ლანჩხუთის „გურიადან“ – რობერტ იმერლიშვილმა და ირაკლი ბაჯელიძემ.
სპორტსმენებს ბრალი ოფიციალურად 21 მაისს წაუყენეს.
სუს-მა საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ყოფილი ფეხბურთელი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. შედეგად კი სუს-ის ინგორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.