საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური “გენტის” ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე თბილისში იმყოფება და სარეაბილიტაციო კურსს გადის. გიორგი თბილისის “დინამოს” აკადემიას ესტუმრა. აღნიშნული ვიდეოკადრები თბილისის “დინამოს” აკადემიის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა. გიორგი პატარა ფეხბურთელებს გაესაუბრა და საკუთარ ტრავმაზეც ისაუბრა.
“ორი თვე ვიქნები თბილისში. დიდი მადლობა თბილისის “დინამოს”, რადგან ყოველდღიურად მოვდივარ აქ და ყველანაირად მეხმარებიან, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე მოედანს.
რაც შეეხება ტრავმას, პირველი სამი თვე დასჭირდება რეაბილიტაციას. შემდეგ ნელ-ნელა შევუდგები ვარჯიშს და დაახლოებით 6 თვეში, სავარაუდოდ, უკვე დავიწყებ თამაშს”, – თქვა თბილისის “დინამოს” აღზრდილმა.
