დე ხეამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა

0
4

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა.

The Sun-ის ცნობით, ხელმძღვანელობა 28 წლის მეკარეს ხელფასის სახით კვირაში 350 ათას გირვანქას სთავაზობდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა და დე ხეა დიდი ალბათობით კლუბს ამ ზაფხულშივე დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ დავიდ დე ხეა “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას 2011 წლიდან იცავს. მან გუნდი მაისურა 362-ჯერ მოირგო და 128-ჯერ კარი “მშრალად” შეინახა.