კლოპმა “ლივერპული” ესპანეთში ნაადრევად წაიყვანა

0
3
“ლივერპულის” გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გადაწყვიტა, გუნდი ადრე ჩაეყვანა ესპანეთში და ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის აკლიმატიზაცია გაევლო. ინგლისში შედარებით ცივა და ბევრის აზრით, კლოპი სწორადაც მოიქცა.
“წითლები” უკვე მარბელაში არიან და წვრთნას შეუდგნენ.
ვარჯიშს დაიწყებენ ტრავმამორჩენილი მცველი ენდი რობერტსონი და ნახევარმცველი ნაბი კეიტა. რაც შეეხება თავდამსხმელ რობერტო ფირმინოს, ის უკვე მწყობრში ჩადგა.
“ტოტენჰემმა” კი მომზადება ლონდონში არჩია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი პირველ ივნისს მადრიდში, “ატლეტიკოს” “ვანდა მეტროპოლიტანოს” სტადიონზე გაიმართება.