ზინედინ ზიდანი: “ოთხი ცვლილების უფლება რომც მქონდეს, ბეილს არ შევიყვან”

0
20

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, სევილიას “ბეტისთან” წაგებული მატჩის შემდეგ თავისი გუნდის უელსელ ფორვარდ გარეთ ბეილზე ისაუბრა: ,,ბეილმა ჩვენთან ერთად ძალიან ბევრი ტიტულო მოიგო, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი აწმყო და მომავალია.
ბოლო კვირების განმავლობაში სხვა ფეხბურთელებს უფრო ვეყრდნობოდი და სიმართლე გითხრათ, ამ შეხვედრაში ოთხი ცვლილების უფლება რომ მქონოდა, მას მაინც არ შემოვიყვანდი. მინდა, რომ გუნდის ინტერესების მიხედვით ვიმოქმედო.
არ ვიცი, რა იქნება მომავალში, ვინ დარჩება და ვინ წავა, მაგრამ ვიცი, რომ მომავალ წელს გუნდმა ტიტულებისთვის უნდა იბრძოლოს”.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის უკანასკნელ ტურში “რეალი” მადრიდის “სანტიაგო ბერნაბეუზე” “ბეტისთან” 0:2 დამარცხდა.