გოგა ბითაძე: “შეუძლებელი არაფერია”

0
17

ბასკეთის ქალაქ ვიტორიაში ევროლიგის ოთხთა ფინალის მსვლელობისას ს გალა-დაჯილდოება ჩატარდა. ევროლიგის სეზონის გამორჩეულთა დაჯილდოებაზე პრიზი მიიღო ევროლიგის სეზონის ამომავალმა ვარსკვლავმა გოგა ბითაძემ. შეგახსენებთ, რომ შარშან ეს პრიზი ლუკა დონჩიჩმა დაიმსახურა, წელს კი ევროლიგის მწვრთნელებმა ყველას გოგა არჩიეს. პრიზი გოგამ ავტორიტეტული სერბი სპეციალისტის დუშან ივკოვიჩისგან მიიღო.

“ყველას დიდი მადლობა ამ პრიზისთვის. მინდა ყველა ახალგაზრდა კალათბურთელს ვუთხრა, რომ ყველაფერი შესაძლებელია. მე არ ველოდი, რომ ამ პრიზის მფლობელი გავხდებოდი. ის კი არა, არც ევროლიგაში თამაშს ველოდი. არადა, ეს ყველაფერი მოხდა – ასე რომ, ყველაფერი მართლა შესაძლებელია”, – განაცხადა ბითაძემ.