თბილისის “დინამო” “ლოკომოტივთან” დამარცხდა, ბათუმის “დინამო” “დილასთან”!

0
5

თბილისის დინამო 1:3 ლოკომოტივი
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურის დასკნით შეხვედრაში თბილისის “დინამო” მოულოდნელად  აუტსაიდერ “ლოკომოტივთან” დამარცხდა. დედაქალაქური დერბი ლევან კორღალიძის შეგირდებმა დამაჯერებლად, ანგარიშით 3:1 მოიგო. “ლოკომოტივის” ფეხბურთელებმა თამაში პირველივე წუთებიდანვე აქტიურად დაიწყეს და მეტოქეს მაღალი პრესინგი შესთავაზეს. ანგარიში სტუმრებმა  სამურკასოვის გოლით გახსნეს. შეტევის  მომენტში დინამოელთა გოლკიპერმა ტრავმა მიიღო და მოედანზე დაეცა, რითაც სამურკასოვმა ისარგებლა და ცარიელ კარში ბურთი მარტივად მოათავსა.  მასპინძლებმა ანგარიში შეხვედრის მეორე ნახევარში გაათანაბრეს. ნიკა ნინუამ ჯარიმიდან დაარტყა და  ბულისკერიას  შანსი არ დაუტოვა. გატანილი გოლის შემდეგ “დინამო” გააქტიურდა, მაგრამ მეორე ბურთის გასატანად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მატჩის 77-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა რევაზ ინჯგიამ “ლოკომოტივი” წინ გაიყვანა, ხოლო 90-ე წუთზე თამაშში საბოლოო წერტილი ირაკლი სიხარულიძემ  საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამჯერად  თბილისის “დინამომ” კონკურენტების ქულების დაკარგვით ვერ ისარგებლა და 13 ტურის შემდეგ არსებული 20 ქულით ისევ მე-4 პოზიციაზე რჩება სატურნირო ცხრილში. დღევანდელი გამარჯვებით “ლოკომოტივმა” ქულათა მარაგი 12-მდე გაზარდა და ბოლო ადგილიდან მერვეზე გადაინაცვლა.

გორის “დილა” 1:0 ბათუმის “დინამო”
მე-13 ტურის შეხვედრა წააგო გათამაშების  ერთ-ერთმა  ლიდერმა, ბათუმის “დინამომ”. გია გეგუჩაძის გუნდი გასვლაზე გორის “დილას” დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხა. შეხვედრაში ერთადერთი გოლი  76-ე წუთზე კოუგბენიამ გაიტანა.
 ამ დროისთვის გორელები17 ქულით მე-7 ადგილზე არიან, ბათუმის “დინამო” კი 25 ქულით მეორე პოზიციაზე დაქვეითდა.

 

კლუბი ±
1. საბურთალო საბურთალო 13 7 27
2. დინამო ბთ დინამო ბთ 13 6 25
3. ტორპედო ტორპედო 13 4 23
4. დინამო თბ დინამო თბ 13 9 20
5. სიონი სიონი 13 -7 20
6. ჩიხურა ჩიხურა 13 4 19
7. დილა დილა 13 0 17
8. ლოკომოტივი ლოკომოტივი 13 -6 12
9. ვიტ ჯორჯია ვიტ ჯორჯია 13 -7 11
10. რუსთავი რუსთავი 13 -10 10