რევიშვილი ეტოოს და რობერტო კარლოსის გუნდში

0
6

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მეკარე ნუკრი რევიშვილი ნევასპორტ.რუ-ს ვერსიით, მახაჩყალის „ანჟის“ ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერებისგან შედგენილ სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
„ქართველმა კიპერმა „რუბინის“ შემადგენლობაში რუსეთის ჩემპიონატში ორი „ოქრო“ მოიგო, მაგრამ პირველი მეკარე არ იყო და ბერდიევის გუნდში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.
ამის შემდეგ, ის „ანჟიში“ გადავიდა და მახაჩყალაში ორი სეზონი მაღალი დონეზე ჩაატარა – 40 მატჩში 47 გოლი გაუშვა.
„ანჟის“ შემდეგ, რევიშვილის ცხოვრებაში ბევრი გუნდი იყო. მან „ვალეტასთან“ ერთად მალტის ჩემპიონატი და თასი მოიგო“ – იუწყება ნევასპორტ.რუ რევიშვილის შესახებ, რომელმაც კარიერა გასულ სეზონში დაასრულა.
„ანჟის“ ლეგიონერთა ნაკრების სრული სია ასეთია:
ნუკრი რევიშვილი (მეკარე); რობერტო კარლოსი (მარცხენა მცველი), იბრა კებე, ჟოაო კარლოსი (ცენტრალური მცველები), ბენუა ანგბვა (მარჯვენა მცველი); მუბარაკ ბუსუფა (მარცხენა ნახევარმცველი), ოდილ ახმედოვი, ლასანა დიარა (ცენტრალური ნახევარმცველები), ვილიანი (მარჯვენა ნახევარმცველი); ტრაორე (ცენტრალური თავდამსხმელი), სამუელ ეტოო (ცენტრალური თავდამსხმელი).