იურგენ კლოპი: ,,უკეთესი სეზონი იყო, ვიდრე დორტმუნდთან ერთად, როცა ჩემპიონები გავხდით”

0
9

,,ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრემიერლიგის სეზონი შეაფასა:
,,ვულოცავ ,,მანჩესტერ სიტის”, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მათთვის საქმე გაგვერთულებინა, თუმცა ვერ შევძელით.
ეს განსაკუთრებული სეზონი იყო, იმაზე უკეთესი, ვიდრე ,,დორტმუნდთან” ერთად მქონდა მაშინ, როცა ჩემპიონები გავხდით. მაგრამ, არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ერთი გუნდი ჩვენზე უკეთესი იყო. ცხადია, პერიოდულად ჩვენ გვიმართლებდა, პერიოდულად კი – ,,სიტის”. ,,ლივერპულს” ,,ქალაქელებთან” შეხვედრაში არ გაუმართლა, თუმცა ჩვენ ,,ევერტონთან” ბოლო წამზე გავიტანეთ, მატჩის მიწურულს მოვუგეთ ,,ნიუკასლსაც”, ეს მატჩები, შესაძლოა, ფრედ დასრულებულიყო.
სეზონი გრძელი და რთულია, ჩვენ ყოველთვის ბრძოლაში ვიყავით. ნაბიჯები გადავდგით, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.” – კლოპის სიტყვებს BBC ციტირებს.

,,ლივერპულმა” პრემიერლიგა 97 ქულით მეორე პოზიციაზე დაასრულა და ჩემპიონ ,,სიტის” ქულით ჩამორჩა