გოგა ბითაძემ კვლავ გაიბრწყინა

0
17

გოგა ბითაძის მორიგი 20-ქულიანი მატჩი სერბეთის ჩემპიონატში. ქართველი ცენტრის “მეგა ბიმაგქმა” “ტამისს” უმასპინძლა და 102:64 გაანადგურა, რაშიც 19 წლის ქართველის წილი უდიდესია.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20:42 წუთში 20 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ 9-დან 7 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 2-სამიანი კი ააცილა. ქართველმა ცენტრმა 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა მატჩში ყველაზე მეტი – 33 ერთეული შეადგინა და იგი, ცხადია, საუკეთესო გახდა.

სერბეთის ჩემპიონატი 2 ჯგუფადაა გაყოფილი. თითოში 6 გუნდია და “მეგა ბიმაქსი” 5 მატჩიდან 4 მოგებით მეორე ადგილზეა. პირველზე დაუმარცხებელი ბელგრადის “პარტიზანია”. 16 მაისს ბითაძის გუნდი სწორედ “პარტიზანს” უმასპინძლებს.