პოჩეტინიო 20 მილიონს ითხოვს

0
13
იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მწვრთნელად “ტოტენჰემის” დამრიგებლის მაურისიო პოჩეტინიოს კანდიდატურას განიხილავს.
გამოცემის მტკიცებით, “იუვეს” წარმომადგენლები პოჩეტინიოს აგენტებს დაუკავშირდნენ. არგენტინელი მზადაა დათანხმდეს წინადადებაზე, მაგრამ წლიურ გასამრჯელოდ 20 მილიონ ევროს ითხოვს.
ცნობისათვის, “ბიანკონერის” ამჟამინდელი თავკაცის მასიმილიანო ალეგრის სეზონური ხელფასი 7.5 მილიონია.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალეგრი “იუვენტუსის” დატოვებას აპირებს და შესაძლოა, პსჟ-ს ჩაუდგეს სათავეში.