სუარესისთვის სეზონი დასრულდა, ურუგვაელმა შესაძლოა “კოპა ამერიკაც” გამოტოვოს

0
25

ლუის სუარესი ტრავმირებულია. ურუგვაელ ფორვარდს მუხლი აქვს დაზიანებული და როგორც ცნობილია სეზონის დარჩენილ მატჩებს გამოტოვებს. ამის შესახებ Marca იუწყება. გარდა ამისა სამხრეთ ამერიკელმა შესაძლოა “კოპა ამერიკაც” გამოტოვოს.

“ბარსელონა” უკვე ჩემპიონია და ლა ლიგაში ყველაფერი მოგვარებულია, თუმცა ესპანეთის თასზე საქმე ასე არაა. თასის ფინალში გუნდი “ვალენსიას” 25 მაისს დაუპირისპირდება და “ბლაუგრანა” მოედანზე მეცხრე ნომრის გარეშე გავა.

სუარესმა ეს სეზონი ტრადიციულად მაღალ დონეზე ჩაატარა. 49 შეხვედრაში მან 25 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.