”მას ყოველთვის ოვაციებით ხვდებიან” – კვარაცხელიას პირველი გოლი რუსეთში

0
4

რუსეთის პრემიერლიგის 28-ე ტურში მოსკოვის ”ლოკომოტივმა” შინ ყაზანის ”რუბინი” 4:0 გაანადგურა. ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ”ლოკომოტივის” ქართველმა მცველმა სოლომონ კვერკველიამ 90 წუთი ითამაშა.

78-ე წუთზე თამაშში ”ლოკოს” ფორვარდი ხვიჩა კვარაცხელია ჩაერთო, რომელმაც 87-ე წუთზე ანტონ მირანჩუკის გადაცემის შემდეგ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 18 წლის კვარაცხელიამ რუსულ კლუბში სადებიუტო გოლი შეაგდო.

კვარაცხელია რუსულ კლუბს გასულ ზამთარში შეუერთდა და რუსეთის პრემიერლიგაში მეხუთე მატჩი ჩაატარა.

16 გუნდიან ჩემპიონატში კვერკველიასა და კვარაცხელიას გუნდი 52 ქულით მეორე ადგილზეა. პირველ პოზიციას ”ზენიტი” 58 ქულით იკავებს, თუმცა ”ლოკოსთან” შედარებით ერთით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მატჩის შემდეგ ”ლოკომოტივის” მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა: ”როცა ხვიჩა მოედანზე გადის, მას ქომაგები ყოველთვის ოვაციებით ხვდებიან. ხვიჩას სადებიუტო გოლი ქომაგებმა და თანაგუნდელებმა მიულოცეს. ქართველი მოთამაშე გუნდში მკვიდრდება.”