“რეალმა” Adidas-თან მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა

0
39

მადრიდის „რეალსა“ და გერმანულ კომპანია Adidas-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება. როგორც „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის, კონტრაქტი რვა წლის ვადით გახანგრძლივდა.

შედეგად, Adidas „რეალს“ 2028 წლის ზაფხულამდე შემოსავს. განახლებული ხელშეკრულების თანახმად, მადრიდული გრანდი სეზონში 120 მილიონ ევროს, ხოლო კონტრაქტის ბოლომდე 960 მილიონ ევროს მიიღებს – თითქმის მილიარდი!

აქვე გეტყვით, რომ Adidas და „რეალი“ 1998 წლიდან თანამშრომლობენ. მას შემდეგ, რაც „ბლანკოსის“ ტექნიკური სპონსორი გერმანული კომპანიაა, კასტილიურმა გრანდმა ექვსჯერ ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, ოთხჯერ ევროპის სუპერთასი, ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი, ხუთჯერ ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ კი ესპანეთის თასი მოიგო.

29 ტიტული 21 წლის განმავლობაში, 2028 წლამდე კი „რეალს“ და Adidas-ის მეოხებით ტიტულების მოგება კიდევ არაერთხელ შეეძლება…