მესიმ სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა ხილვაც “ბარსელონაში” სურს

0
19

Donbalon.com წერს, რომ “ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლეო მესიმ  სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა ხილვაც  გუნდის რიგებში სურს.

თუ სააგენტოს დავუჯერებთ, არგენტინელმა არჩევანი სათადარიგო მეკარეზე, ცენტრალურ მცველსა და ფორვარდზე შეაჩერა. მესი ფიქრობს, რომ “ბარსელონას” სწორედ ამ პოზიციებზე სჭირდება გაძლიერება.

როგორც აღმოჩნდა, მესის რჩეული მეკარე ანდრე ონანაა, რომელიც “აიაქსის” რიგებში ასპარეზობს და დამაჯერებელ სეზონსაც ატარებს. აღსანიშნავია, რომ მესის რჩეული სამეულიდან მეორე ფეხბურთელიც “აიაქსიდანაა”. ცენტრალური მცველის პოზიციაზე ამსტერდამელთა კაპიტნის,  დე ლიხტის სახელი, ხოლო  ფორვარდების პოზიციაზე-ლუკა იოვიჩის/ლოსანოს სახელები გაჟღერდა.