მაურისიო პოჩეტინიო: “გმადლობ ფეხბურთო”!

0
20
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ამსტერდამის “აიაქსის” ბარიერის გადალახვის შემდეგ ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინიო სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო.
“მიჭირს ლაპარაკი. ემოცია მომეძალა. გმადლობ, ფეხბურთო. ფეხბურთი ასეთი ემოციების გარეშე წარმოუდგენელია. ამის სიტყვებით გადმოცემა ძნელია. მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა.
ჩემი ფეხბურთელები გმირები არიან. გასულ სეზონშიც ამას ვამბობდი. განუმეორებელი მეორე ტაიმი ჩაატარეს.აჩვენეს, რომ ჩვენ გვიყვარს სპორტი, ფეხბურთი. წარმოუდგენელია. მაგარი სანახავი თამაში იყო.
მე გამიმართლა, რომ მწვრთნელი ვარ, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ განვიცადე. ყველანი გმირები არიან, მაგრამ ლუკას მოურა სუპერგმირია”, – ციტირებს პოჩეტინიოს BBC.